სასტუმრო „ციტადელ ნარიყალა“ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან მაია სიდამონიძესთან ერთად, დღეს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლების ინფო-ტურს უმანსპინძლებს.
სასტუმრო „ციტადელ ნარიყალა“ რამდენიმე დღეში გაიხსნება. ბუტიკის ტიპის სასტუმრო უძველეს სააფთიაქო მუზეუმს მოიცავს, რომელიც სასტუმროს საძირკველში აღმოჩენილი სამკურნალო ჭურჭლისგან არის შექმნილი.
16 ნომრიანი სასტუმრო ქალაქის ძველი უბნის ნარიყალას ყველაზე მაღალ წერტილში, თბილისის ყველაზე ცნობილ საფეხმავლო, ნარიყალას მარშრუტის დასაწყისში მდებარეობს.
იგი გათვლილია როგორც ტურისტული ვიზიტებისთვის, ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის და სხვადასხვა ტიპის ღონიძიების ჩასატარებლად. სასტუმროში 50 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, ორი რესტორანი, ღია ბარი და სავარჯიშო დარბაზია.
სასტუმრო „ციტადელი“ ქართულ-ევროპული ინვესტიციის შედეგად აშენდა და მისი საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე მილიონი ევროა.
