რიგაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
რიგაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
16:44 14.11.2016
ლატვიაში საქართველოს საელჩომ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ რიგაში ორგანიზებულ ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ მიმართა.

ელჩმა ლატვიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საელჩოს ქართული ღვინის კომპანიებთან საკმაოდ მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა აქვს და ქართველ მეღვინეებს ლატვიური ბაზრის ათვისებაში ხელს უწყობს.

თეიმურაზ ჯანჯალიას თქმით ბოლო ორი წლის მონაცემებით ლატვიაში საგრძნობლად გაიზარდა ქართულ ღვინოზე მოთხოვნა და შედეგად, ქვეყანა პირველ ადგილზეა ბალტიისპირეთში ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების (ჭაჭა, ბრენდი) იმპორტის მოცულობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, რის შემდეგაც ქართული ღვინის ათზე მეტი სახეობის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას ლატვიის კერძო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ბეჭდვა