თურქი ბიზნესმენები საქართველოს ბეზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობიან.
ამ მიზნით, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ“- ში საქართველო-თურქეთის
ბიზნესფორუმი - „ვაჭრობისა და ინვესტიციების ხიდი“ მიმდინარეობს, რომელსაც ორივე ქვეყნიდან ასამდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.
ღონისძიების დასაწყისში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ თურქ სტუმრებს ქვეყნის ბიზნესაგრემო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში კორუფცია აღარ არსებობს, მოქმედებს მხოლოდ ექვსი ტიპის გადასახადი, რაც ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს.
ამასთან, დიმიტრი გვინდაძის თქმით, საქართველოში საბანკო სექტორი სტაბილურია. „ჩვენთთან, კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია და 26% პროცენტს შეადგენს“ - განაცახადა გვინდაძემ.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, ქვეყანაში ინფრასტრუქტურის გნვითარებას და აღნიშნა, რომ დასავლეთ საქართველოში უახლოეს ხანებში დამატებით ორი აეროპორტი გაიხსნება.
როგორც გვინდაძემ განაცხადა, საქართველო ჰილდროელექტრო რესურსების ექსპორტიორი ქვეყანაა და ეს სფერო საკმაოდ პერსპექტიულია.
გვინდაძემ განსაკუთრებით აღნიშნა, საქართველოს შრომითი კანონმდებლობა, რომელიც მისი თქმით, მაქსიმალურად მოქნილია და ბიზნესმენს ადგილობრივი მუშა ხელის დაქირავებაში უწყობს ხელს.
გვინდაძემ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზეც იაუბრა, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან იხილავს და აღნიშნა, რომ მსგავსი ხელშეკრულებები რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანასთან მოქმედებს.
„რეფორმების ეს ჯაჭვი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განახორციელა, საშუალებას იძლევა ქვეყანა რეგიონის ჰაბ-ეკონომიკად გარდაიქმნას “- განაცხადა გვინდაძემ.
ფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს სიტყვით საქართველოში თურქეთის ელჩმა ლევეტ მურატ ბუჰრანმა მიმართა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს კარგი პოლიტიკური ურთიერთობები აქვთ, რაც ეკონომიკაზეც აისახება.
ბუჰრანმა საქართველოს სამშენებლო სექტორის და ჰიდროელექტრო რესურსების პოტენციალზეც ისაუბრა და თურქ ბიზნესმენებს აღნიშნულ და სხვა სფეროებში ინვესტრიებისკენ მოუწოდა.
საქართველო თურქეთის ბიზნესფორუმს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მოქმედი კომპანიები ესწრებიან. მათ შორისაა სოფლის მეურნეობა, სამშენებლო მასალების, ტურიზმის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და სხვა სფეროები.
ფორუმის შემდეგ კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ შეხვდრებს გამართავენ.
