„საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია“ სასტუმროში „ამბასადორში“ დღეს მრგვალ მაგიდას გამართავს.
ღონისძიება პროექტის - „ბიზნესისთვის მეგობრული ჩარჩო-კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებულ კვლევის ფარგლებში გაიმართება, რომელიც საგადასახადო სასამართლოებს და საგადასახადო დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს უკავშირდება.
შეხვედრაში მონაწილეობას ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციიდან“ აცნობეს, პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ პროექტის ფარგლებში.
