ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და საქართველოს საპარტნიორო ფონდმა მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართეს.
შეხვედრა სასტუმრო "რედისონში" შედგა. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნა. პრემიერის თქმით შარშან შექმნილი საპარტნიორო ფონდის დანიშნულება ისაა, რომ განახორციელოს ისეთი პროექტები რომლებიც კერძო ბიზნესმა აქამდე ვერ განახორციელა.
"საუბარი იქნება ძირითადად სასტუმროების და დიდი ჰესების მშენებლობაზე. ისეთების, რომელთა საინვესტიციო პორტფელი ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება" - განაცხადა გილაურმა.
