ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროების დელეგაციები უწყებათა პირველი პირების ხელმძღვანელობით კორეაში გამეგზავრნენ.
საქართველოს დელეგაცია დღეს კორეის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციას შეხვდება.
როგორც ნიუსპრესს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში შეხვდერები კორეის სავაჭრო პალატაში, სტრატეგიისა და ფინანსთა სამინისტროში, EXIMBANK-ის შტაბ-ბინაში, კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების სააგენტოში, ინდუსტრიების ასოციაციაში და კორეის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში იგეგმება.
შეხვედრების ფორმატში მხარეები თანამშრომლობის ისეთ მიმართულებას განიხილავენ, როგორიცაა კორეის ფინანსების მოზიდვა მსხვილი საგზაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების განსახორციელებლად და კორეიდან საქართველოში კერძო ინვესტიციების შემოდინება.
