„საქართველოს ბანკმა“ ექვსი ახალი ექსპრეს სერვისცენტრის გახსნა.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ულტრათანამედროვე დიზაინის
ექსპრეს სერვისცენტრები, მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას ამიერიდან ახალ მისამართებზე შესთავაზებს - კალაუბნის ქ. #9-ში, თამარ მეფის გამზირი #11–ში, ქინძმარაულის შესახვევი #10-ში, გლდანის მასივი მე–6მკრ–ში 22 და 23-ე კორპუსის მიმდებარედ, მიცკევიჩის ქ. #29–ში და ახალციხეში თამარაშვილის 1–ში, სუპერმარკეტ „სმარტში“.
„საქართველოს ბანკის“ ექსპრეს სერვისცენტრები დაყოფილია ორ ზონად - ერთ ზონაში მომხმარებელს მოემსახურებიან მოლარე ოპერატორები, მეორე კი - თვითმომსახურების ზონაა, სადაც მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში, შეძლებს ისარგებლოს ინტერნეტბანკის ტერმინალით, თვითმომსახურების ტერმინალი Pay Box–ით და ბანკომატით. ხსენებული ელექტრონული არხების მეშვეობით იგი 24 საათის განამავლობაში მოახერხებს თანხის ან გზავნილის განაღდებას, სმს სესხის მიღებას, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდას, ანგარიშზე თანხის შეტანას, თანხის გადარიცხვას, დეპოზიტის გახსნას და არაერთი სხვა ოპერაციის შესრულებას.
ექსპრესის სერვისცენტრების, მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე–ოპერატორები მოემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 9:00 საათიდან 21:00 საათამდე და შაბათ–კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ამასთან, ექსპრესის სერვისცენტრებში მომხმარებელი სწრაფად და მარტივად ისარგებლებს სპეციალურად ექსპრესისთვის შექმნილი პროდუქტებით – ექსპრესპაკეტით (რომელიც შეცავს – ექსპრესბარათს, მულტისავალუტო ანგარიშს, ინტერნეტბანკისა და სმს ბანკის მომსახურებას), შესაძლებელია ექსპრესანაბარის დარეგისტრირება, ექსპრესკრედიტის და ექსპრესორენჯის განაცხადის შევსება და სხვა.
ამ დროისთვის „საქართველოს ბანკის“ 26 ექსპრეს სერვისცენტრი მოქმედებს.