საქართველოში კომპანია „ეგეოსის ავიახაზები“ იფრენს
საქართველოში კომპანია „ეგეოსის ავიახაზები“ იფრენს
08:59 11.06.2012
საქართველოში ოპერირებას ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის ავიახაზები“ იწყებს.
„ეგეოსის ავიახაზები“ დღეიდან პირდაპირ რეისებს ათენი-თბილისი-ათენის  მიმართულებით შეასრულებს.

ფრენები კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და ხუთშაბათს განხორციელდება.

ავიაკომპანია მგზავრებს როგორც საბერძნეთის კუნძულებისა და ქალაქების, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით გადაიყვანს.

ბეჭდვა