ხვალიდან საქართველოში კომპანია „ეგეოსის ავიახაზები“ იფრენს
ხვალიდან საქართველოში კომპანია „ეგეოსის ავიახაზები“ იფრენს
17:28 10.06.2012
საქართველოში ოპერირებას ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის ავიახაზები“ იწყებს.
„ეგეოსის ავიახაზები“ ხვალიდან პირდაპირ რეისებს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით შეასრულებს.

ფრენები კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და ხუთშაბათს განხორციელდება.

ავიაკომპანია მგზავრებს როგორც საბერძნეთის კუნძულებისა და ქალაქების, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით გადაიყვანს.

ბეჭდვა