საქართველოს ავიაბაზარზე კომპანია „ეგეოსის ავიახაზები“ შემოდის
საქართველოს ავიაბაზარზე კომპანია „ეგეოსის ავიახაზები“ შემოდის
10:36 09.06.2012
საქართველოში ოპერირებას ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის ავიახაზები“ იწყებს.

„ეგეოსის ავიახაზები“ 11 ივნისიდან პირდაპირ რეისებს თბილისი-ათენის მიმართულებით შეასრულებს.

ფრენები კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და ხუთშაბათს განხორციელდება.

ავიაკომპანია მგზავრებს როგორც საბერძნეთის კუნძულებისა და ქალაქების, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით გადაიყვანს.


ბეჭდვა