სუპერმარკეტების ქსელ "სმარტისა" და კომპანია "სილქნეტის" წარმომადგენლებმა სასტუმრო "რედისონში" ახალი ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშკერულების მიხედვით დღეიდან
თბილისის მასშტაბით "სილქტვ–ის" მომხმარებლებს საშუალება აქვთ ტელე-სუპერმარკეტის მეშვეობით "სმარტის" სუპერმარკეტების ქსელში შეუკვეთონ და ადგილზე მიიღონ სასურველი პროდუქტი. შეკვეთა 24 საათის მანძილზეა შესაძლებელი.
"ვისოლ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სოსო ფხაკაძის განცხადებით, პროდუქტის შეძენა იმავე ფასებში იქნება შესაძლებელი, რაც "სმარტის" სუპერმაკეტშია.
"სილქტვ–ის" საშუალებით შეკვეთილი "სმარტის" პროდუქტების მიწოდებას "საქართველოს ფოსტა" უზრუნველყოფს. მიტანის სერვისის ღირებულება 3 ლარია. უახლოეს მომავალში "სილქტვ" "სმარტთან" ერთად "ექსპრეს მიტანის" სერვისის განვითარებასაც გეგმავს.
