დღეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გაიმართება
დღეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გაიმართება
10:08 09.06.2012
თურქეთის ქალაქ ყარსში დღეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ არიან.

როგორც „ნიუსპრესს“ ასოციაციის წარმომადგენელმა ლაშა ლაბაძემ განუცხადა, ფორუმზე სამივე ქვეყნიდან 200-მდე კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, მშენებლობის, სატრანსპორტო გადაზიდვებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში საქმიანობენ.

ღონისძიებას საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრები დაესწრებიან.

ეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის რიგით მეორე ფორუმია, პირველი ასეთი ღონისძიება თბილისში უკვე გაიმართა.

ბეჭდვა