საქართველოს ბიზნესდელეგაცია ყარსში დღეს გაემგზავრება
საქართველოს ბიზნესდელეგაცია ყარსში დღეს გაემგზავრება
09:07 08.06.2012
თურქეთის ქალაქ ყარსში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გაიმართება.
ფორუმში მონაწილეობისთვის საქართველოს ბიზნესდელეგაცია  ყარსში დღეს გაემგზავრება, ბიზნესფორუმი კი - ხვალ შედგება.

ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ არიან.

როგორც „ნიუსპრესს“ ასოციაციის წარმომადგენელმა ლაშა ლაბაძემ განუცხადა, ფორუმზე სამივე ქვეყნიდან 200-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, მშენებლობის, სატრანსპორტო გადაზიდვებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში საქმიანობენ.

ღონისძიებას საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრები დაესწრებიან.

ეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის რიგით მეორე ფორუმია, პირველი ასეთი ღონისძიება თბილისში უკვე გაიმართა.

ბეჭდვა