ზაზა გოროზია ქობულეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
ზაზა გოროზია ქობულეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
14:23 07.06.2012
სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია აჭარაში, ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში სასოფლო- სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დაესწრო.

მინისტრმა ადგილობრივი მცირე ფერმერების 2 400 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი დაათვალიერა, სადაც სიმინდის დასათესად ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც სოფლის მოსახლეობა აცხადებს, აჭარის რეგიონში მცირე მიწიანობის გამო, მათი უმრავლესობა საკუთარ ნაკვეთზე მუშაობს, სადაც თანამედროვე ტექნიკის გამოყენება ნაკლებად რენტაბელურია.

„სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემოყვანილია ახალი ტექნიკა, რომელიც მიწის სრულყოფილად დამუშავების საშუალებას იძლევა და ზრდის მოსავლის ხარისხს და რაოდენობას. ეს კი, მოსახლეობის შემოსავლის მატებას განაპირობებს“ - განაცხადა გოროზიამ.

დღესვე, ზაზა გოროზია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა.



ბეჭდვა