„ტექნო ბუმი“ „გრილი ტექნიკის ფერსტივალს“ გამართავს
„ტექნო ბუმი“ „გრილი ტექნიკის ფერსტივალს“ გამართავს
12:48 07.06.2012
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ტექნო ბუმი“ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მხოლოდ სამი დღით ხვალ, 9 და 10  ივნისს „გრილი ტექნიკის ფესტივალს“ გამართავს.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონისთვის ყველაზე აქტუალური ტექნიკის გამოფენა-გაყიდვა დიდი ფასდაკლებით ყველა მაღაზიაში მოეწყობა.
ფესტივალის ფარგლებში ყველა დასახელების გრილი ტექნიკა გაიყიდება, მათ შორის მაცივრები, ვენტილატორები, დისპენსერები, კონდიციონერები. აღნიშნულ ფესტივალზე ინოვაციური AIR WATER COOLER-ების და წყლის გასაფილტრი დოქების პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ვიქენდ-ფესტივალზე გაიყიდება.
კომპანიის ინფორმაციით, AIR WATER COOLER-ი არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ჰაერს წყლის მეშვეობით აგრილებს.
რაც შეეხება წყლის გასაფილტრ დოქს, ის მძიმე ლითონებისგან წყალს ფილტრავს და მას ფტორით ამდიდრებს.
„გრილი ტექნიკის ფესტივალი“ ტექნო-ბუმის ცენტრში ხვალ დილის 8:00 საათიდან გაიხსნება.
„გრილი ტექნიკის ფესტივალი“ „ტექნო ბუმის“ თბილისის მაღაზიების გარდა, ბათუმში, გორში, ზესტაფონსა და ქუთაისშიც გაიმართება.




ბეჭდვა