"ვისოლი" და "სილქნეტი" თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ
"ვისოლი" და "სილქნეტი" თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ
11:48 23.02.2012
დღეს სასტუმრო "რედისონში" კომპანია "სილქნეტი" ვისოლ ჯგუფის შვილობილ კომპანია "სმარტთან" გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რითაც საქართველოში სერვისის ინოვაციური სისტემის დანერგვას გეგმავს.  
პროექტის თანახმად, მომხმარებელს ტელე-სუპერმარკეტის საშუალებით უკვე სახლიდან გაუსვლელად შეეძლება ნებისმიერი პროდუქტის შეძენა იგივე ფასად, რაც "სმარტის" სუპერმარკეტების ქსელში ფიქსირდება.
მომხმარებლისათვის შეკვეთილი პროდუქტის ოპერატიულად მიწოდებას "საქართველოს ფოსტა" უზრუნველყოფს. ახალი პროდუქტით სარგებლობა "სილქ-TV–ის" ნებისმიერი პაკეტის მფლობელს შეეძლება.

ბეჭდვა