ჰონგ-კონგში, შანხაისა და სეულში საინვესტიციო ფორუმები გაიმართება, რომელშიც მონაწილოებას საქართველოც მიიღებს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია ფორუმში მონაწილოების მისაღებად დღეს გაემგზავრება.
საინვესტიციო ფორუმი ჰონგ-კონგში 8 ივნის, შანხაიში - 11 ივნისს, ხოლო სეულში 12 ივნისს შედგება.
ფორუმებში მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული ბიზნესმენი ჰონგ-კონგიდან, შანხაიდან და სეულიდან. ისინი საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ პრეზენტაციებს მოისმენენ.
საქართველოს მთავრობის დელეგაციასთან ერთად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის ხელმძღვანელობით აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ქართველ ბიზნესმენთა დელეგაცია გაემგზავრება.
ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პოტენციურ ინვესტორებს შეხვდნენ და საქმიანი კონტაქტები დაამყარონ.
