ბანკი “რესპუბლიკა” იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოსთან თანამშრომლობას აგრძელებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ბანკ „რესპუბლიკიდან“ აცნობეს, „მოქალაქეობრივი მოვალეობის კვირეულის” ფარგლებში, ბანკის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლს გაიღებენ.
გარდა ამისა, ბანკი საავადმყოფოს ფულად დახმარებასაც გაუწევს.
ჯგუფ “სოსიეტე ჟენერალის” პოლიტიკის თანახმად, ბანკი “მოქალაქეობრივი მოვალეობის კვირეულს” რამდენიმე წელია მართავს, რომლის მიზანი თანამოქალაქეების დასახმარებლად სოციალურად სასარგებლო ღონისძიებების განხორციელებაა.
