გულუა მზადაა „საქართველოს წყლის კომპანია“ 100 მლნ აშშ დოლარად გამოისყიდოს
გულუა მზადაა „საქართველოს წყლის კომპანია“ 100 მლნ აშშ დოლარად გამოისყიდოს
16:28 06.06.2012
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუამ თბილისის მერიას „საქართველოს წყლის კომპანიის“ 100 მლნ აშშ დოლარად გამოსყიდვის ინიციატივით მიმართა.
როგორც გულუას განცხადებაშია ნათქვამი, ის, ასევე მზადაა, მისი ამერიკული კომპანიის მეშვეობით „საქართველოს რკინიგზის” 25%-ანი წილიც შეისყიდოს.
„მივმართე მერიას, რომ წყლის კომპანია, რომელიც ოფშორული კომპანიის მეშვეობით დღეს რუსეთს ეკუთვნის და 1,5 მილიონ ქართველს და 880 ათას ამომრჩეველს ემსახურება,100 მილიონ დოლარად გამოვისყიდო. ვიღებ ვალდებულებას, რომ იმ გადასახადს, რასაც დღეს საქართველოს მოსახლეობა ასეთი ტანჯვით იხდის, მინიმუმ 20% დააკლდება“ - აცხადებს გულუა.
განცხადების თანახამდ, აშშ-ს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც მზად არიან შეისყიდონ გასხვისებული ან გასაყიდად გამზადებული სტრატეგიული ობიექტები - „საქართველოს რკინიგზა“, „თელასი”, „საქართველოს წყლის კომპანია” და „ყაზტრანსგაზი”, სააკაშვილის ხელისუფლება დაბრკოლებას უქმნის.
გულუას ინფორმაციით, ამ კომპანიებში დიდ წილებს მმართველი კლანის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები ფლობენ.

ბეჭდვა