დღეს „ლომბარდების ბაზრის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება
დღეს „ლომბარდების ბაზრის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება
09:00 06.06.2012
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული „ლომბარდების ბაზრის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ გამოსაკვლევად ყველა ის საფინანსო დაწესებულება შეირჩა, რომელიც მომხმარებელს სალომბარდო მომსახურებას სთავაზობს.
მათი ინფორმაციით, კვლევაში კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კერძო ლომბარდები მონაწილეობდნენ.
კვლევის მიზანი საქართველოში მოქმედი საბანკო სექტორების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო დაწესებულებების სალომბარდო მომსახურების ბაზრის შესწავლა, კერძოდ, ოქროზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის დადგენაა.

ბეჭდვა