საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ 500 ათასი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.
შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ტურიზმის ასოციაციისა და სახეობათა კვლევის ცენტრ „ნაკრესის“ ხელმძღვანელებმაც მოაწერეს.
როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა, პროექტი ლაგოდეხის, ვაშლოვანის, მტირალასა და კოლხეთის დაცულ ტერიტორიებს მოიცავს და აღნიშნულ ნაკრძალებში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას, ასევე საკონსერვაციო ტერიტორიისა და სამიზნე ჯგუფებისთვს ტურისტულ პროდუქტებზე მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებას და განხორციელებას გულისხმობს.
„ეს ნიშნავს, რომ ამ პროექტიდან მიღებულ სიკეთეს მალე ყველა ადამიანი იგრძნობს, ვისაც საქართველოს დაცულ ტერიტორიებთან შეხება აქვს“-განაცხადა ხაჩიძემ.
პროექტი 2 წლიანია და ის გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის და ბირთვული უსაფრთოხების სამინისტროების მიერ ფინანსდება.
