2012 წლის მაისში 2011 წლის მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 3.3 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, 12–თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა ჯგუფებზე.
ერთი წლის განმავლობაში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 10,9 პროცენტით შემცირდა. ფასების კლების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ხილზე და ყურძენზე - 39,4 პროცენტით; ბოსტნეულზე, ბაღჩეულზე, კარტოფილსა და სხვა ბოლქვოვნებზე - 28,6 პროცენტით; შაქარსა და სხვა ტკბილეულზე - 9,5 პროცენტით. პური და პურპროდუქტები 8,6-პროცენტით გაიაფდა. ამასთან, თევზეულზე ფასები 8,1 პროცენტით გაიზარდა.
ტრანსპორტის ჯგუფზე კი, ფასი 12,6 პროცენტითაა მომატებული, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურება 21,3%-ით გაძვირდა.
