მაისში სამომხმარებლო ფასებმა 0,9 პროცენტით იკლო
მაისში სამომხმარებლო ფასებმა 0,9 პროცენტით იკლო
17:42 04.06.2012
2012 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0,9 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები 2,2 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ ჯგუფში მნიშვნელოვანი გაიაფება დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (7,5 პროცენტი) და ბოსტნეულზე, ბაღჩეულზე, კარტოფილსა და სხვა ბოლქვოვანებზე (7,1 პროცენტი).

დასვენების, გართობის და კულტურის ჯგუფზე მოცემულ პერიოდში ფასები 0,9 პროცენტით შემცირდა.


ბეჭდვა