სათაფლიის რეაბილიტებულ მღვიმეს დღეს საქართველოს პრეზიდენტი გახსნის.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ავიაკომპანია Wizz Air-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმების ცერემოანიაზე განაცხადა.
სააკაშვილმა ქუთაისსა და მის შემოგარენში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, ვანში არქეოლოგიური გათხრების ცენტრი შენდება, მიმდინარეობს საირმის კურორტის ინფრასტრუქტურის განახლება, ხოლო პრომეთეს მღვიმის რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება. პრეზიდენტის თქმით, უკვე განახლდა ქუთაისის ცენტრი.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ყველა ამ ღირშესანიშნაობის სანახავად წელს ქუთაისში ასობით ათასი ტურისტი ჩავა.
