ქართულ ბაზარაზე ავიაკომპანია Wizz Air შემოდის
ქართულ ბაზარაზე ავიაკომპანია Wizz Air შემოდის
15:14 04.06.2012
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილეს, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე გიორგი მოლოდინაშვილი და Wizz Air- უკრაინის“ თავმჯდომარე ჯონ სტეფსონი მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის თანახამდ, Wizz Air 2012 წლის სექტემბრიდან კიევის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას გეგმავს. რეისები კვირაში სამჯერ შესრულდება.

ბეჭდვა