თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიელ ბიზნესმენებს შეხვდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, უგულავამ ავსტრიელ ბიზნესმენებს ქალაქში არსებული ბიზნეს გარემო, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებს უკვე ახორციელებენ. მათი ამჟამინდელი ვიზიტის მიზანი ბიზნესგარემოს კიდევ უფრო უკეთ შესწავლა და დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაა.
ავსტრიის ინდუსტრიის ფედერაცია 3 500 კომპანიას აერთიანებს.
