აპრილში 3 987 საწარმო დარეგისტრირდა
აპრილში 3 987 საწარმო დარეგისტრირდა
12:19 02.06.2012
2012 წლის აპრილში საქართველოში 3 987 ახალი საწარმო დარეგისტრირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებს 11,2 პროცენტით აღემატება.

ამავე საანალიზო პერიოდში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 3 350,4 მლნ ლარი შეადგინა.

დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის აპრილის მაჩვენებლთან შედარებით 12,2 პროცენტითაა გაზრდილი.

საქსტატის ინფორმაციითვე, აღნიშნული მაჩვენებლები წინასწარია და დაზუსტებას ექვემდებარება.

ბეჭდვა