დიმიტრი გვინდაძემ თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
დიმიტრი გვინდაძემ თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
19:54 01.06.2012
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა.
როგორც „ნიუსპრესს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დიმიტრი გვინდაძის საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე - „ვისაუბროთ ეკონომიკაზე“, მიმდინარე და მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს ეხება.
სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა ლექციაზე 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან რეგიონულ, ურბანულ, ენერგეტიკულ, ტურისტულ, საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
პრეზენტაციის შემდეგ საუბარი ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. მინისტრმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ლექციები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის იმართება, რათა ახალგაზრდებს ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია ჰქონდეთ.
საჯარო ლექციას უნივერსიტეტის რექტორი გურამ ჩიქოვანიც დაესწრო.

ბეჭდვა