„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებისთვის იპოთეკურ სესხებზე სპეციალური პირობების შეთავაზებას განაგრძობს.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ის, ვინც „საქართველოს ბანკში“, 1 ივლისამდე იპოთეკური სესხით ისარგებლებს, პირველი ორი თვის საპროცენტო შენატანისგან გათავისუფლდება.
„საქართველოს ბანკის“ იპოთეკური სესხით სარგებლობა იმ პირებს შეუძლია, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც თვეში 750 ლარიდან იწყება და სურს საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის, საოფისე ფართის ან ავეჯის შეძენა, ასევე, ბინისა და სახლის აშენება.
