საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იანვარ-აპრილში 3 123,9 მლნ აშშ დოლარი იყო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იანვარ-აპრილში 3 123,9 მლნ აშშ დოლარი იყო
18:27 01.06.2012
2012 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3 123,9 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 18 პროცენტით აღემატება.

შესაბამის მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

აღნიშნული სავაჭრო ბრუნვიდან, ექსპორტი 726, 5 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა, ეს მაჩვენებელი კი - წინა წლის პირველი სამი თვის მონაცემზე 10,6 პროცენტით მეტია.

იმპორტმა 2 397, 4 მლნ დოლარი შეადგინა , რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 20,5 პროცენტით აჭარბებს.

„საქსტატმა“ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგებიც გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, აპრილში საქართველოს ეკონომიკა 5,7 პროცენტით გაიზარდა.

პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი კი - 6,5 პროცენტია.





ბეჭდვა