ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია „ახალი ნათება“ პატარა მომხმარებლებს 25%-იან ფასდაკლებას საბავშვო
სანათ საშუალებებზე სთავაზობს.
„ახალ ნათების“ მაღაზიათა ქსელში საბავშვო სანათების ფართო არჩევანია, მათ შორის PHILIPS-ის საბავშვო ბრენდის Kico-ს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო სანათი, რომელიც 1-დან 16-წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილია მაგიდის სანათი „ეტალონი“, რომელიც სწავლისა და კითხვის გამარტივებისა და გაჯანსაღების პროცესს შეუწყობს ხელს. სანათის კორპუსის ტიპი და განათების ფერი კი, ბავშვის თვალებზეა მორგებული, რათა კითხვისას დაღლა არ გამოიწვიოს.
