თბილისში ევროპული ფონდის კონფერენცია გაიხსნა
თბილისში ევროპული ფონდის კონფერენცია გაიხსნა
10:53 31.05.2012
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების საკითხი სასტუმრო „Radisson“-ში, ფონდ „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ კონფერენციაზე განიხილება.

კონფერენციას 30 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი ესწრება.

კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფერალურმა მინისტრმა დირკ ნიბელმა გახსნეს.

როგორც გილაურმა აღნიშნა, ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიკრო-საფინანსო ფონდი.

„ფონდმა საქართველოში 70 მლნ აშშ დოლარამდე უკვე ჩადო. მიმდინარეობს მოლაპარაკება დამატებით 20-40 მლნ აშშ დოლარზე. ეს თანხა სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებში მიკრო სესხების გაცემას ხმარდება“ - განაცხადა გილაურმა.

მისი თქმით, მსგავსი დახმარება საქართველოს ეკონომიკას აძლიერებს.





ბეჭდვა