მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის კვლევით, "საქართველოს რკინიგზა" მსოფლიოში 36-ე ადგილზეა
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის კვლევით, "საქართველოს რკინიგზა" მსოფლიოში 36-ე ადგილზეა
16:21 30.05.2012
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ხარისხის თვალსაზრისით, მსოფლიოში 132 ქვეყანას შორის 36-ე  ადგილზეა.

რკინიგზის ინფორმაციით, ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ნორვეგია, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი, ისრაელი, სლოვენია, ესტონეთი, ბულგარეთი და ა.შ.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს ტრანსპორტის დარგში კონკურენტული უპირატესობა გააჩნია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის სავაჭრო პოტენციალზე. ხარისხიანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ტვირთბრუნვის გაზრდასა და სხვა ქვეყნებთან სარკინიგზო მიმოსვლას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.



ბეჭდვა