მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 230 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა. ამის შესახებ დღეს მთავრობის
სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი 32%-ით აღემატება გასული წლის პირველი კვარტლის მონაცემებს, რომელიც 174 მლნ დოლარი იყო.
„ძალიან კარგი ზრდა შეინიშნება, ეს ციფრი პირდაპირ და პროპორციულად უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი საწარმოების ჩამოყალიბებას ან ძველის რეაბილიტაციას და უმუშევრობის დაძლევას“-განაცხადა გილაურმა.
გიალურმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელი ყოველკვარტალურად გაიზრდება და გასული წლის 1 მილიარდიან ინვესტიციას გადააჭარბებს.
