საქართველოში ფასების დონე მცირდება და ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ პოზიტიური ციფრია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როგორც მიმდინარე წლის აპრილთან, ასევე, წინა წლის მაისთან მიმართებაში, მიმდინარე თვეში ფასების დონე შემცირებულია. დეფლაცია გასული წლის მაისთან მიმართებაში, 3.3 %-იანია“-განაცხადა ნიკა გილაურმა.
მისი თქმით, გასული წლის მაისში ინფლაციის მაჩვენებელი 14%-ზე მეტს შეადგენდა, რაც ძირითადად საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახლანდელი პროცესი საქართველოში ასევე დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრებზე საკვებ პროდუქტებზე ფასების შემცირებით, რაც შიდა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე აისახება.
