საქართველო და ლატვია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე მსჯელობენ
საქართველო და ლატვია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე მსჯელობენ
13:16 30.05.2012
საქართველო და ლატვია კონკრეტულ ეკონომიკურ და ბიზნესპროექტებს განახორციელებენ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გახდა ცნობილი, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ვალდის დომბროვსკიმ რიგაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და კონკრეტულ ეკონომიკურ და ბიზნესპროექტებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
დომბროვსკის განცხადებით, ლატვიური მხარე დაინტერესებულია საქართველოში ერთობლივი პროექტების განხორციელებით.
ლიტვა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას არ გამორიცხავს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ სექტორში ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის გაზრდის აუცილებლობაზე.
დომბროვსკიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში ლატვიის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

ბეჭდვა