ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი აპრილში 5,7%-ზე ფიქსირდება
ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი აპრილში 5,7%-ზე ფიქსირდება
12:59 30.05.2012
„საქსტატმა“ 2012 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრამ, წინა წლის აპრილთან შედარებით, 5,7% შეადგინა.

2012 წლის I კვარტალში კი, წლიურად ეკონომიკა 6,5%-თაა გაზრდილი.

ყოველკვარტალური სტატისტიკური გამოკვლევებით დაზუსტებული მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის I კვარტლის მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოქვეყნდება.



ბეჭდვა