„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ კვლევის შედეგების პრეზინტაციას გამართავს
„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ კვლევის შედეგების პრეზინტაციას გამართავს
09:02 30.05.2012
„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ დღეს კვლევის - “საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კომერციული ბანკების სესხებისა და ანაბრების შედარებითი  ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავს.

ილიას უნივერსიტეტის ინფორმაციით, კვლევა ამომწურავ ინფორმაციას მოიცავს საქართელოში მოქმედი წამყვანი კომერციული ბანკებისა და ლიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო პროდუქტებისა და ანაბრების შესახებ. ასევე, შედარებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების სესხებისა და ანაბრების საშუალო მაჩვენებლები.

კვლევა 2012 წლის 10 მაისიდან 25 მაისის პერიოდში, 14 კომერციულ ბანკსა და 14 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ჩატარდა.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი სხვაობა კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო პროდუქტებსა და ანაბრებს შორის, გამოვლინდა საქართველოში ყველაზე მაღალპროცენტიანი სესხი, ასევე, ცალკეულ სესხებთან ერთად, დადგინდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კომერციული ბანკების სესხებისა და ანაბრების შედარებითი მაჩვენებელი.

„ილიუნი ბიზნეს რევიუ“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევარების მიერ მზადდება.








ბეჭდვა