„ბანკი კონსტანტა“ დღეს ბარათაშვილის ქუჩაზე ფილიალს გახსნის.
როგორც „ნიუსპრესს“ „კონსტანტადან“ აცნობეს, ბანკი ფილიალს ასევე, წალკაში 30 მაისს
გახსნის.
„ბანკ კონსტანტაში“ აცხადებენ, რომ სწორედ ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, 2012 წლის პირველ კვარტალში ქვემო ქართლის რაიონს „ბანკი კონსტანტას“ ოთხი ახალი ფილიალი შეემატა, კერძოდ, ფილიალები რუსთავში, წნორში, ბოლნისსა და გარდაბანში გაიხსნა.
2012 წლის ბოლომდე „ბანკი კონსტანტა“ საქართველოს მასშტაბით, კიდევ 11 ფილიალის გახსნას გეგმავს.
