ნიკა გილაური - საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც საინვესტიციო, ტურისტული და ლოჯისტიკური ცენტრი
ნიკა გილაური - საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც საინვესტიციო, ტურისტული და ლოჯისტიკური ცენტრი
11:09 28.05.2012
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თბილისის მე-4 რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს  საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და ბიზნესის მარტივად კეთების პრინციპები გააცნო.
კონფერენციაზე წარმოდგენილია 10 ქვეყნის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, მათ შორის, ბაჰრეინიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ყატარიდან, საუდის არაბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
„ესენი არიან ორგანიზაციები, რომლებიც ასობით და ათასობით ყველაზე მსხვილ კომპანიას აერთიანებენ და რომლებიც თავის ქვეყნებში იძლევიან რეკომენდაციებს ინვესტიციების განხორციელების თაობაზე“- განაცხადა გილაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, ამ ქვეყნების წარმომადგენელთა სურვილია საქართველოში ინვესტიციების განხორციელება, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც საინვესტიციო, ტურისტული და ლოჯისტიკური რეგიონული ცენტრი.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აქ ქვეყნებიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება.
დღესვე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ხელშეკრულებები გააფორმა დუბაის, ბაჰრეინისა და შარჟას სავაჭრო პალატებთან, რომელთა თანახმად, ქვეყნებს შორის დელეგაციები გაიცვლება და საინვესტივიო პროექტებზე მუშაობა დაიწყება.

ბეჭდვა