ქართული მრეწველობის აღლუმში 250-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს
ქართული მრეწველობის აღლუმში 250-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს
09:59 26.05.2012

საქართველოში წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, დღეს რუსთაველის გამზირზე გამოფენა - „ქართული მრეწველობის აღლუმი –

 დამზადებულია საქართველოში“ გაიმართება.


თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოფენაზე საქართველოს მასშტაბით მოქმედი 250–ზე მეტი საწარმო ავეჯს, სამშენებლო მასალას, ელექტრო და კომპიუტერულ ტექნიკას, ტექსტილს, ლითონის ნაკეთობებს წარმოადგენს.
ასევე, გამოიფინება ფარმაცევტული ნაწარმი, ლაზერული გრავიურა, ქართული წარმოების მეტროს ვაგონები, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელი, ჩაი, საკვები და სხვადასხვა მრავალფეროვანი პროდუქცია.
მერიის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამრეწველო აღლუმი ქართული ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და წარმოების სხვადასხვა სფეროს გაძლიერებას ისახავს მიზნად.



ბეჭდვა