2012 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 901 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 37 პროცენტით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამ მაჩვენებლიდან, ექსპორტი 138 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის მონაცემებს 14 პროცენტით აღემატება, ხოლო იმპორტმა 763 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - წინა წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე 43 პროცენტით მეტი.
დსთ-ის ქვეყნებთან კი, ბრუნვა 2012 წლის იანვარ–აპრილში 971 მლნ აშშ დოლარია, რაც 2011 წლის იანვარ–აპრილთან შედარებით 4 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტმა 338 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 17 პროცენტით აჭარბებს, ხოლო იმპორტმა - 633 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2011 წლის იანვარ-აპრილის მონაცემზე 1 პროცენტით ნაკლებია.
