„საქართველოს ბანკმა“ Global Finance–ის ჯილდო მიიღო
„საქართველოს ბანკმა“ Global Finance–ის ჯილდო მიიღო
14:47 25.05.2012
„საქართველოს ბანკმა“, როგორც საუკეთესო კასტოდიანმა ბანკმა საქართველოში Global Finance–ის ჯილდო მიიღო.
როგორც „ნიუსპრესს“ ბანკიდან აცნობეს, საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენა მომხმარებელთან ურთიერთობის, მომსახურების ხარისხის, კონკურენტული ფასების და სხვა კრიტერიუმებით მოხდა.
„კასტოდიანი ბანკები, მომხამრებელთა აქტივების შენახვაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. ჩვენ, მსოფლიოს ბაზრებზე ის ბანკები გამოვავლინეთ, რომლებიც აქტივებს საუკეთესოდ ემსახურებიან და იცავენ“ - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა ჯოზეფ გირაპუტომ.
საერთაშორისო გამოცემა Global Finance აღნიშნულ ჯილდოს უკვე ცხრა წელია გასცემს.


ბეჭდვა