საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 124 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 124 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
19:09 24.05.2012
2012 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭარო ბრუნვამ, არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე, 3 124 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური  პერიოდის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებლიდან ექსპორტი 726 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის მონაცემებს 11 პროცენტით აღემატება, ხოლო იმპორტმა 2 397 მლნ აშშ დოლარი შედაგინა, რაც წინა წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს 20 პროცენტით აჭარბებს.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-აპრილში 1 671 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტია.


ბეჭდვა