„საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო გადარიცხვების ავტომატური რეჟიმის საუკეთესო ხარისხისთვის Commerzbank–ის ჯილდო STP Award 2011 მიიღო.
STP საერთაშორისო გადარიცხვებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და მათი ხელით დაუმუშავებლად შევსებას გულისხმობს.
როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, აღნიშნული ჯილდოს მიღება ბანკის მომსახურეობის მაღალი ხარისხის აღიარებაა და მომხმარებლების სწრაფად და ეფექტურად მომსახურეობაზე მიუთითებს.
