ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში დღეს „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული კვლევის - „მთავრობის PR აქტიურობის ინდექსის“ პრეზენტაცია გაიმართება.
ინდექსის ფარგლებში მხოლოდ ის ორგანიზაციული PR მოვლენები დაითვლება, რომელსაც შესაბამისი სამინისტრო უწყება ასაჯაროებს და საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. მასში მოიაზრება უწყების მონაწილეობით განხორციელებული საჯარო ღონისძიებები, წარმოდგენილი ანგარიშები, პრეზენტაციები, მიღწევები, აღიარებები და სხვ.
იალიანში განმარტავენ, რომ მთავრობის PR აქტივობის ინდექსი საქართველოს PR აქტივობის ინდექსის შემადგენელი კომპონენტია, საქართველოს PR აქტივობის ინდექსი შედგება ორი მთავარი ქვე–ინდექსისგან - მთავრობის PR აქტივობის ინდექსი და ბიზნესის PR აქტივობის ინდექსი.
ბიზნესის PR აქტივობის ისევე, როგორც საქართველოს PR აქტივობის ინდექსები, დამუშავების პროცესშია და მათი მნიშვნელობები საზოგადოებისთვის პერიოდულად, ყოველკვირეულ რეჟიმში, 30 მაისიდან გახდება ცნობილი.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ მზადდება.
