კახა ბაინდურაშვილი საქმიან შეხვედრებს ომანის სასულთნოში მართავს
კახა ბაინდურაშვილი საქმიან შეხვედრებს ომანის სასულთნოში მართავს
16:43 22.05.2012
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი საქმიანი ვიზიტით ომანის სასულთნოში იმყოფება.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ბაინდურაშვილი ომანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ხალიდ აბდულა ალ ხონჯის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრები ინვესტიციების წახალისებისა და ექსპორტის განვითარების სახელმწიფო სააგენტოს პასუხისმგებელ მდივან ალი ბინ რაშიდ ალ ბალუშთან, ასევე ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე აჰმედ ჰასან ალ დიბთანაც გაიმართა.

ომანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ეკონომიკური საკითხების დეპარტამენტის უფროსს თალიბ ბინ მირან ალ რაესის შეხვდა.

აღნიშნული მოლაპარაკებებისას ბაინდურაშვილმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლბებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე ურბანულ, ენერგეტიკულ, ინფრასტრუქტურულ და ტურისტულ პროექტებზე ისაუბრა.

პალატის ინფორმაციით, მასპინძლებმა საქართველოსთან უფრო აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს.

წლის დასაწყისიდან კახა ბაინდურაშვილმა საქმიანი შეხვედრები უკვე გამართა ლიბანში, გერმანიაში, იტალიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

ბეჭდვა