გიგი უგულავა „კავკაზ კაბელში“ სამუშაო პროცესს დაესწრო
გიგი უგულავა „კავკაზ კაბელში“ სამუშაო პროცესს დაესწრო
15:44 22.05.2012
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს საკაბელო პროდუქციის მწარმოებელ კომპანია „კავკაზ კაბელში“ სამუშაო პროცესს დაესწრო და პროდუქცია ადგილზე დაათვალიერა.
მერიის ინფორმაციით, „კავკაზ კაბელი“ აზერბაიჯანელი ინვესტორების მიერ აშენდა და ქართულ ბაზარზე ერთი წელია საქმიანობს.
საწარმო 150 დასახელების ელექტრო სადენებსა და კაბელებს აწარმოებს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლება და ექსპორტზე გატანა.
საკაბელო პროდუქციის მწარმოებელი საწარმო 26 მაისს, სამრეწველო აღლუმში მიიღებს მონაწილეობას და დაინტერესებულ პირებს მრავალფეროვან პროდუქციას გააცნობს.
"ქართული მრეწველობის აღლუმი – დამზადებულია საქართველოში" 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.
გამოფენაზე 250–ზე მეტი საწარმო სხვადასხვა, მრავალფეროვან პროდუქციას წამოადგენს.
თბილისის მერი იმ საწარმოების მუშაობას ეცნობა, რომლებიც სამრეწველო აღლუმში მონაწილეობენ.

ბეჭდვა