“საქართველოს ბანკის” მობილბანკის ჩამოტვირთვა Apple-ის ოფიციალური პორტალიდან AppStore, iPhone და iPod touch-ებისთვის ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მობილბანკის დახმარებით მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ნებისმიერ დროსა და ადგილზე შეუძლია. კერძოდ, მას საშუალება აქვს განახორციელოს ყველა ძირითადი საბანკო ოპერაცია, რასაც ინტერნეტბანკის საშუალებით აკეთებს.
საბანკო პროგრამა მობილბანკის ჩამოტვირთვა მარტივია. ამისთვის მომხმარებელი iPhone-ითა და iPod–ით ვებგვერდს www.mbank.ge უნდა ეწვიოს, დააჭიროს ბმულს „გადმოწერა“, ამის შედეგ კი - ეკრანზე გამოჩნდება AppStore–ში განთავსებული აპლიკაცია, რომლის მარჯვენა ზედა კუთხეში ღილაკ INSTALL-ზე დაჭერით რამდენიმე წამში მომხმარებლის მობილურ ტელეფონში სრულფასოვანი მობილბანკი ჩაიტვირთება.
მობილბანკით შესაძლებელია მომხმარებელმა მართოს საკუთარი ანგარიშები და ბარათები, აწარმოოს გადარიცხვები, გააგზავნოს გზავნილი „ელვა“, გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები, მიიღოს ამონაწერი საკუთარ ანგარიშებზე შესრულებული ტრანზაქციების შესახებ, იპოვოს „საქართველოს ბანკის“ უახლოესი ბანკომატი ან სერვისცენტრი, მარტივად დაუკავშირდეს ბანკის სატელეფონო ცენტრს და სხვა.
როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ მალე მომხმარებელს ხელმისაწვდომი მობილბანკს Android–ისთვის, BlackBerry–სთვის და iPad–ისთვისაც შესთავაზებენ.
