ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილე მინ ჟუმ სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის თემაზე - „გლობალური ეკონომიკა-სავალუტო ფონდის ხედვები“ საჯარო ლექცია წაიკითხა.
ლექციაზე მინ ჟუმ მსოფლიო ფინანსურ ცვლილებებზე, ტენდენციებზე, გლობალიზაციასა და გამოწვევზე ისაუბრა. მიმოიხილა როგორც მსოფლიო, ასევე განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის, ვაჭრობისა და სავაჭრო წილის ზრდის დინამიკა.
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დაესწრნენ.
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ სტუდენტებთან მინ ჟუს პროფესიონალიზმზე, მის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
„დღევანდელი ლექცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გლობალური გამოწვევის და დინამიკის შესახებ მიიღონ და გაიზიარონ პირველწყაროსგან მიწოდებული ინფორმაცია“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
